სასწავლო პროექტი ისტორიაში
воскресенье, 23 июня 2013 г.
пятница, 7 июня 2013 г.
1.პროექტის სახელწოდება: საქართველოს ოკუპაციის უცნობი ეპიზოდები
2. პროექტის მთავარი იდეა:ოკვლევენ,ეცნობიან და სწავლობენ რუსეთ-საქართველოს
ომებისა და შემდგომი პერიოდის იმ ეპიზოდებს,
რომლებიც უცნობი ან ნაკლებად ცნობილია
.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეების მიერ
განხორციელებული სხვადასხვა წყაროების კვლევა-ძიება,
ინტერნეტში მოძიება, მოგზაურობა, ინტერვიუების ჩაწერა,
მოძიებული ცნობების ურთიერთგაზიარება ხელს შეუწყობს
მოცემულ თემაზე ახალი ცოდნის მიღებას, მსმენელისა-
თვის გაცნობას და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწი-
ნებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
4.პროექტის მიზანი: მოიძიებენ იმ ადამიანებსა და მათ ახლობლებს, შთამომავლებს,
ვინც იყვნენ მონაწილენი და თვითმხილველნი იმმოვლენებისა,
რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოში მე-20 საუკუნის
20-30-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოში, გაიღრმავებენ
ცოდნას აღნიშნული პერიოდის შესახებ, უვითარდებათ ინტერნე-
ტში მოძიების, კვლევის, დიალოგის, არგუმენტირებული მსჯე-
ლობის, დამოუკიდებელი მოქმედების და აზროვნების, ანალიზის,
სივრცეში ორიენტაციის უნარ-ჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
6.ვადების ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: ცოდნის გაღრმავება, უცნობი მასალების გაცნობა,
ესგ-ით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების ჩამო-
ყალიბება, / კედლის გაზეთი, შიდა სასკოლო
საკონფერენციო თემები, ნახატები, ფოტოალბომი,
სლაიდ-შოუები, აუდიო ჩანაწერები, რუკა.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: ტრანსპორტი, ხმის ჩამწერი, ფოტოაპარატი, კომ-
პიუტერი,ინტერნეტი, წყაროები, თაბახისფურც-
ლები, მარკერები, სახატავი მასალები.
9.პროექტის მსვლელობა: სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება,სამუშაოს განაწილება>
პირველი ჯგუფი: ინტერვიუების ჩაწერა და ფოტოების გადა-
ღება.
მეორე ჯგუფი:ინტერნეტსა და წიგნებში ინფორმაციისმოძიება.
სლაიდ-შოუებით პრეზენტაციის მომზადება.
მესამე ჯგუფი:საკონფერენციო თემების მომზადება,კედლის
გაზეთის გამოშვება.
მეოთხე ჯგუფი: ნახატებისა და რუკის შექმნა, გამოფენისა და
ფოტოალბომის მომზადება.
ყოველი კვირის ბოლოს შეხვედრები,მასალებისა და მოპოვე-
ბული ინფორმაციის მონიტორინგი შენიშვნებისა და სწორი
მიმართულებების მიცემა, მუშაობის წახალისება, შიდა სასკო-
ლო კონფერენციის მოწყობა, პრეზენტაციის ჩვენება, კედლის
გაზეთის , ფოტოალბომისა და გამოფენის გაზსნა.
10.საგნებთან კავშირი: გეოგრაფია-რუკის შედგენა.
ი.ს.ტ.- ინტერნეტში მუშაობა, სლაიდ-შოუს მომზადება.
ხელოვნება- ნახატებისა და ფოტოალბომის შექმნა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანა ჯავახისჰვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: javaxishvilinana1@gmail.com
13:პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanajavaxishvili.blogspot.com
-
Подписаться на:
Сообщения (Atom)